Latest posts by Aliq Media (see all)
სიძულვილის ენა თანამედროვე პოლიტიკური დისკურსის ერთ-ერთი ყველაზე საშიში იარაღია, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება დაძაბული საზოგადოებრივ-პოლიტიკური კლიმატის პირობებში. საქართველოში, ისევე როგორც არაერთ სხვა ქვეყანაში, სიძულვილის ენა ხშირად სცდება სიტყვიერ ძალადობას და გადაიზრდება სოციალური პოლარიზაციისა და დისკრიმინაციის რეალურ წყაროდ.
ბოლო წლებში განსაკუთრებით თვალშისაცემია ეთნიკურ უმცირესობებზე მიმართული აგრესიული რიტორიკა, მათ შორის არმენოფობიური განცხადებების მატება, რაც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ გამოიყენება საზოგადოების ნაწილის მობილიზებისა და შიდა დაპირისპირების გაღრმავების მიზნით. ასეთ კონტექსტში, სიძულვილის ენა აღარ არის მხოლოდ შეურაცხმყოფელი მეტყველება — იგი პოლიტიკურად გათვლილი იარაღია, რომელიც მიზნად ისახავს შიშზე, სტერეოტიპებზე და ნაციონალისტურ ნარატივებზე თამაში.
საქართველოში სიძულვილის ენა ხშირად ვლინდება როგორც საჯარო სივრცეში — მათ შორის მედია პლატფორმებზე, სოციალური ქსელების საშუალებით — ასევე პოლიტიკოსების და საზოგადოებრივად აქტიური პირების განცხადებებში. განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც პოლიტიკური პოლარიზაცია მწვავდება, ზოგიერთი ჯგუფი მიზანმიმართულად იყენებს ამ ენას მტრის ხატის შესაქმნელად.
მით უფრო საგანგაშოა, როდესაც სიძულვილის ენა მიმართულია ეთნიკურ უმცირესობებზე — რომელთაგან ბევრი ისედაც განიცდის სისტემურ გარიყვას და სტიგმატიზაციას. ამ კონტექსტში არმენოფობიური რიტორიკა, როგორც სიძულვილის ენის ფორმა, განსაკუთრებით მტკივნეული და საფრთხის შემცველია — ის არა მხოლოდ არღვევს თანასწორობის პრინციპებს, არამედ ქმნის დისკრიმინაციისა და ძალადობის რეალურ რისკს.
“რადიო თავისუფლების” ერთ-ერთ სტატიაში ვკითხუობთ, რომ წლების წინ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართაც არმენოფობიის ნიადაგზე აგორებულ კამპანიები იყო.
„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი ბექა მინდიაშვილი სტატიაში ამბობს, რომ „თავის დროზე ზურაბ ჟვანიას მიმართ იყენებდნენ მადისკრედიტირებელ გამონათქვამებს, რომ სომხური წარმომავლობა აქვს, ასევე მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე, მთლიანად „ნაციონალების“ მიმართ – მაგალითად, „გნაცებს“ უწოდებდნენ”.
მინდიაშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში არმენოფობიური ეპითეტები ეფუძნებოდა იმ სტერეოტიპებს, რაც მედიაში იყო გავრცელებული 1990-იან და 2000-იან წლებში.
საქართველოში სიძულვილის ენა – არმენოფობიური გზავნილებით, კვალვ აქტუალრი გახდა წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში პროსამთავრობო POSTV-სა და Imedi-ის გვერდებზე და სიუჟეტებში. ამ ტელეარხემბა გამოიყენეს ან გამოაქვეყნს პოსტერებს და სიუჟეტებს, რომლებიც არ შეიცავს პირდაპირ სიძულვილის ენას და არმენფობიას, მაგრამ ქვეტექსტებში ისინი მიზნად ისახავენ საზოგადოებაში ნეგატიური აზრის შექმნას სომხეთისა და სომხების შესახებ.
გთავაზობთ მათ მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტებს, რომლებიც გაავრცელეს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდეგ.
მამუკა ხაზარაძის ქეისი
2024 წლის 11 და 13 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების 2 კვირის წინ, პროსამთავრობო POSTV-მ ორი სიუჟეტი გაავრცელა, სადაც კოალიცია “ძლიერი საქართველო”-ს ერთ-ერთ ლიდერის მამუკა ხაზარაძის “სომხური წარმომავლობა” განხილული იყო. პირველ სიუჟეტში ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში აცხადებდა, რომ ხაზარაძე სომხური წარმომავლობის მქონე პირია, თუმცა ამ ინფორმაციას არ ჰქონდა სათანადო მტკიცებულება. მეორე სიუჟეტში კი საუბარი იყო ხაზარაძის ნათესაურ კავშირზე სომეხ პირებთან, თუმცა ეს ინფორმაცია არ იყო გადამოწმებული და მხოლოდ ერთ წყაროზე იყო დაფუძნებული.
პირველ სიუჟეტში POSTV-ის ჟურნალისტმა ხაზარაძეს ნეგატიური კონტექსტით კითხვები დაუსვა. “რატომ არ აღიარებთ, რომ სომეხი ხართ? გრცხენიათ?”- ჰკითხა ჟურნალისტმა პოლიტიკოსს. მეორე სიუჟეტში მოხვედრილი პირები ყველანაირად ცდილობენ ხაზარაძის „სომხური“ წარმომავლობის „გამოაშკარავებას“ და ამ ყველაფრის მისაღწევად, არმენოფობიურ განცხადებებს აკეთებენ. სიუჟეტში ხაზარაძეს “თაღლითი, ავანტიურისტი და სომეხი” ახსენებენ.
ეს სიუჟეტი, რომელიც მამუკა ხაზარაძის მიმართ ეთნიკური ნიშნით – სომხობის “იარლიყის” მინიჭებით – დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენდა, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მედია სივრცეში სიძულვილის ენა გადაიქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად. ამგვარი კონტექსტუალური „იარლიყი“ არა მხოლოდ მიზანმიმართულია კონკრეტული პირის რეპუტაციის დაზიანებაზე, არამედ ასევე აღრმავებს ეთნიკურ შუღლს და აძლიერებს საზოგადოებაში უკვე არსებულ ქსენოფობიურ განწყობებს.
სომხობის „იარლიყის“ მიკვრას საქართველოში ღრმა ისტორიული, სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი აქვს, რაც მის გამოყენებას უბრალო ეთნიკური მითითებისგან აშორებს და ხშირად მას სიძულვილის ენის იარაღად აქცევს.
საქართველოში სომხური თემის მიმართ დამოკიდებულება რთულ და მრავალშრიან ისტორიულ ნარატივზეა დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ სომხური ეთნოსი საუკუნეებია ქვეყნის ბუნებრივი ნაწილია და მის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, საზოგადოებრივ ცნობიერებაში ხშირად მაინც ნეგატიური სტერეოტიპების ქვეშ ექცევა. ეს სტერეოტიპები, რომლებიც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა დისკურსებიდან მოდის, აყალიბებს ნარატივს სომხების შესახებ როგორც „უცხო“ ან „მიუღებელი“ ჯგუფისა, რაც გარკვეულ ძალებს აძლევს საშუალებას, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მათი დისკრედიტაციისას სომხობის ხაზზე მანიპულაცია მოახდინონ. (წყაროები – 1, 2)
“სამოქალაქო მოძრაობა მრავალფეროვანმა საქართველომ” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა POSTV-ს მიერ 11 ოქტომბერს გამოაქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ტელეარხის მიერ გაგზავნილი ჟურნალისტი კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, ეკითხება, რატომ მალავს “სომხურ წარმომავლობას”.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული რგოლი დისკრიმინაციულია, ეფუძნება და აღვივებს არმენოფობიულ დამოკიდებულებას და ემსახურება პოლიტიკური სარგებლის მიღებას.
ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ აღნიშნული სიუჟეტებში დარღვეული იყო ქარტიის პირველი და მეშვიდე პრინციპები: პირველი პრინციპი – ჟურნალისტმა უნდა პატივი სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მეშვიდე პრინციპი – ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. მეთერთმეტე პრინციპი – ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები – ფაქტის განზრახ დამახინჯება.
საბჭომ აღნიშნა, რომ სიუჟეტებში ხაზარაძის სომხური წარმომავლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ იყო სათანადოდ გადამოწმებული და მტკიცებულებებით გამყარებული. ასევე, აღნიშნული მასალები ხელს უწყობდა სომეხი ერის მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას.
საქართველოს სახალხო დამცვევლი ლევან იოსელიანი ასე გამოეხმაურა;”მიუხედავად იმისა რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა, ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს მოქალაქე, რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. კონსტიტუციის და კანონის თანახმად ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ”.
2024 წლის 30 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანმა საქართველომ” საგანგებოდ მოიწვია საქართველოს ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციების ლიდერებთან შეხვედრაზე განხილულ იქნა არჩევნების შემდგომ პერიოდში ეთნიკური უმცირესობების მიმართ გახშირებული სიძულვილის ენის გამოხატვის ფაქტები. შეხვედრაზე იმსჯელეს აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებზე და კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე.
“შეხვედრის დასასრულს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შემუშავდეს მიმართვა პოლიტიკური სუბიექტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიისადმი, რათა შემდგომში უზრუნველყოფილ იქნეს სიძულვილის ენის გამოხატვისა და წახალისების თითოეულ ფაქტთან მიმართებაში დროული და ეფექტური რეაგირება, მათ შორის სპეციალური მექანიზმის ფორმირებისა და საზოგადოებრივი კამპანიების რეალიზების მეშვეობით” – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამ სიუჟეტს გამემაურა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებიც. მათი შეფასებით; “ჩამოთვლილ შემთხვევებში საქმე გვაქვს არმენოფობიული განწყობით პოლიტიკურ მანიპულირებასა და პოლიტიკური ბრძოლის ბინძურ მეთოდთან, კონკრეტული პოლიტიკოსისთვის სხვა ეთნოსის იდენტობის გამიზნულ მიწერასთან და ამ საფუძველზე არმენოფობიური პროპაგანდისა და პოლიტიკური დისკრედიტაციის დაუშვებელ, ღირსების შემლახველ მცდელობასთან”.
ანტისომხური პროპაგანდა პროსამთავრობო მედიით
14 იანვარს სომხეთისა და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის პარალელურად, ორი პრო-სამთავრობო ქართული პროპაგანდისტული მედია საშუალება, POSTV და TV Imedi, ანტიდასავლურ და ანტისომხურ პოსტერებს ავრცელებდა.
POSTV-ისა და TV Imedi–ის ქარდებში, რომელიც შედგება 4 ფოტოსა და პოსტისგან, პირველი ორი ასახავს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ორ ვიზიტს ირანში 2024 წელს, მესამეში არის 2025 წელს სომხეთში ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანთან ალი აქბარ აჰმადიანთან შეხვედრისას ფაშინიანი სგანცხადება და ფოტო, მეოთხე სურათზე კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ერთმანეთს ხელს ართმევენ.
მსგავსი ქარდების გავრცელებით, ორი ტელეარხი ცდილობს შექმნას მოსაზრება, თითქმის დასავლეთს სომხეთსა და საქართველოსთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტები აქვს. რადგან „ქართული ოცნება“ ხშირად ხვდება კრიტიკის ქვეშ ირანთან, ჩინეთთან ან რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო. ამ ქარდებით ტელეარხებმა სურთ აჩვენონ, რომ სომხეთ-ირანის პოზიტიური ურთიერთობების ფონზე, აშშ სომხეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებს ამყარებს. ამასობაში, საქართველოსთან ურთიერთობები გაყინვის ფაზაშია.


პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიების ერთი და იგივე შინაარსის ქარდები ექსპერტთა წრეების თვალთახედვიდან არ გამორჩენილა. ექსპერტებმა ტელევიზიების შედარება გააკრიტიკეს და ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულეს.
ამ დროს ექსპერტები “ალიქ მედია ჯორჯიას”-თან საუბარში განაცხადეს, პრო-სამთავრობო პროპაგანდისტული მანქანების მიერ ინიცირებული ამ ბროშურების გავრცელებას ორი ძირითადი მიზანი აქვს: პირველი – რეგიონული რეალობის დამახინჯება, იმის თქმა, რომ ვაშინგტონი იყენებს „ორმაგ სტანდარტებს“ და მეორე – მთავრობა აგრძელებს ანტისომხურ, არმენოფობიურ რიტორიკას, რომელიც ბოლო დროს გახშირდა.
“საქართველოს სომხური სათემო პლატფორმის” პრეზიდენტი და ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, გიორგი თუმასიანი ეს ამბავი გეოპოლიტიკური და არმენოფობიური პერსპექტივიდან აანალიზებს. ექსპერტის აზრით, ის, რომ აშშ აკრიტიკებს საქართველოს ირანთან ურთიერთობის გამო, მაგრამ არა სომხეთს, აქვს ძალიან ნათელი მიზეზები. მისი თქმით, ამ მიზეზებს შორისაა: პირველი – საქართველოს აქვს საზღვრები 4 ქვეყანასთან და ზღვით, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია მრავალი ქვეყანასთან კონტაქტის დამყარება. მეორე – სომხეთს აქვს ღია საზღვარი ორ ქვეყანასთან, რომელთაგან ერთ-ერთი ირანია. სომხეთი ირანსა და დასავლეთს შორის ხიდის როლს ასრულებს. სომხეთი ასევე დგამს პირველ ნაბიჯებს დასავლეთისკენ და დასავლეთი ჯერ ეთანხმება სომხეთის წევრობას ევრაზიის ეკონომიკური კავშირში, რუსული ჯარების ყოფნას და მის წევრობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში.
მისი თქმით, არმენფობიას სხვადასხვა ხარისხი აქვს – შეიძლება იყოს ძალიან აგრესიული და ძალიან რბილი, ამ შემთხვევაში ის რბილია, რადგან ფაქტები გამოიყენება სხვა კონტექსტში.
თუმასიანი ამტკიცებს, რომ საქართველო ცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს. აფუჭებს ურთიერთობას დასავლეთთან და უახლოვდება დიქტატურებს, მათ შორის ირანთან, სომხეთი კი ირანთან ურთიერთობის შენარჩუნებისას დასავლეთს უახლოვდება. მისი თქმით, ამის შედარება “ყალბი ამბებია”. საქართველოსთვის ირანში ვიზიტი პირველი ნაბიჯია, სომხეთისთვის ეს არ არის პირველი ნაბიჯი, ასეა უკვე 30 წელია.
ოლესია ვარდანიანის ქეისი
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელბი კიდევ ერთ შემთხვევაზე საუბრობენ, რომელიც 16 იანვარს, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ბაქოში ვიზიტის დღეს და 17 იანვარს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბაქოში ვიზიტამდე გაავრცელა POSTV-იმ. პროპაგანდისტულმა POSTV-მა გამოაქვეყნა პროფესიით ჟურნალისტი, საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის სამხრეთ კავკასიის ექსპერტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ოლესია ვარდანიანს ცილისმწამებლური და ანტისომხური განცხადებებით სიუჟეტი გაავრცელა – სათაურით „ვინ არის ოლესია ვართანიანი და როგორია მმართველი გუნდის პასუხი მორიგ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებაზე?” (ვიდეო). სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, სიძულვილის ენის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების ერთ-ერთი მგაგალითია.
სიუჟეტში ჯურნალისტი ოლესია ვარდანიანს მოიხსენებს “რადიკალური ოპოზიციის და ენჯეო სექტორის აქტიური მხარდამჭერი”, სიუჟეტში “ქართული ოცნების” პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ კი ამბობს; “აბსოლოტურად უტიფრად, უნამუსოდ, ხეპრულად გამოდის ვინმე ოლესია ვარდანიანი და აკეთებს მოხენებას …”.
ამ დროს “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ “ალიქ მედია ჯორჯიას”-თან ინტერვიუში განაცხადა: „მინდა გავიხსენო ოლესია ვარდანიანი შემთხვევა, როცა მისი გამისვლა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სადაც ის გააკრიტიკა “ქართული ოცნების” მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილება. ოლესია საქართველოს მოქალაქეა დაგამორჩეულის საზაოგაფოების წევრი, მკვლევარი. მას „ვინმე ვარდანიანად“ მოიხსნედნენ და მის მიმართ ძალიან ნეგატიური ენა გამოიყენეს, ქვეტექსტში გარკეულწილად არმენოფობიური შინაარსები ისმოდა, მით უფრო, რომ ეს ამბავი აზერბაიჯანში კობახიძის და ბოჭორიშვილის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნეს. ანუ, ამ ამბას გამოემაურდნენ მაშინ, როდესაც ეს ეპიზოდი დიდი ხნის ჩავლილი იყო და ამ ამბავში არაფერი ახალი იყო“.
საქრთველო-სომხეთი ფეხბურთი
23 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე უეფას ერთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის გაიმართა, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მატჩის შემდეგ, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ 6:1 დასრულდა, ქართველი გულშემატკივრების ჯგუფმა სომეხ გულშემატკივრებს სხვადასხვა ნივტების ესროლა და უცენზურო ჟესტები გაუკეთა, რაც მკვეთრად გააკრიტიკა ქართველმა საზოგადოებამ და ოფიციალურმა პირებმა.
ექსპერტები, ოფიციალური პირები და საზოგადოება ქართველი გულშემატკივრების ქმედებას პროვოკაციულად მიიჩნევს, ბოდიშს უხდის სომეხ საზოგადოებას და აღნიშნავს, რომ მომხდარი სამარცხვინოა.
მოედანზე შემოსული გულშემატკივრების საქციელს სტადიონზე მყოფი სხვა გულშემატკივრებიც გამოეხმაურნენ და „სირცხვილია“ სკანდირებდნენ, ინციდენტის შემდეგ კი ამ საქციელის გამო სომეხთა მიმართ მასობრივი ბოდიში მოიხადეს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2024 წელს გამოქვეყნებულ „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშში განხილულია სიძულვილის ენის გავრცელება და სახელმწიფოს რეაგირება ამ პრობლემაზე. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ არსებულ დისკრიმინაციულ პრაქტიკებსა და სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას ამ მიმართულებით.
ანგარიშში აღინიშნება, რომ სიძულვილის ენა ხშირად გამოიყენება ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციას და ამ ჯგუფების მიმართ მტრობის გაღვივებას. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, გააძლიეროს კანონმდებლობა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით და უზრუნველყოს ეფექტური რეაგირება მსგავსი შემთხვევების დროს.
„მედიის განვითარების ფონდის“ 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევა აჩევენებს, რომ არმენოფობია წლებია ძირითადად სომხური იდენტობის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ცალკეულ პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებთან მიმართებით ცდილობს, ყველაზე ხშირად სომხური იდენტობის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა კი, საანგარიშო პერიოდში, ინდივიდუალურ პირებთან მიმართებით ხდებოდა.
Freedom House-ის 2024 წლის ანგარიში ინტერნეტ თავისუფლებას აფასებს საქართველოში და ხაზს უსვამს ონლაინ გარემოში არსებული სიძულვილის ენის, მუქარისა და დეზინფორმაციის პრობლემებს. იგი მიუთითებს, რომ სამოქალაქო აქტივისტები და კრიტიკული ხმის მქონე პირები ხშირად ხდებიან ორგანიზებული კიბერშეტევებისა და შევიწროების სამიზნეები.
Freedom House-ის ანგარიშში არმენოფობია პირდაპირ არ განიხილება, თუმცა ანგარიში წარმოადგენს მნიშვნელოვან კონტექსტს სიძულვილის ენის ციფრულ დისკურსში.
- ონლაინ სიძულვილის ენის ზრდა — Freedom House მიუთითებს, რომ საქართველოში ინტერნეტში სიძულვილის ენა გავრცელებულია და მასთან ბრძოლა არ არის ეფექტური.
- კრიტიკული პირების სამიზნედ ქცევა — სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და ხელისუფლების კრიტიკოსები ხშირად ხდებიან ორგანიზებული ციფრული შევიწროების, მუქარების და კიბერშეტევების მსხვერპლი.
- დეზინფორმაციის კამპანიები — ქვეყანაში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია, რაც ხელს უწყობს პოლარიზაციას და სხვადასხვა ჯგუფების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებას.
- უსაფრთხოების დეფიციტი ონლაინ სივრცეში — სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ კრიტიკული ხმების დაცვას ციფრულ გარემოში.
საბოლოოდ შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ სიძულვილის ენა საქართველოში აღარ არის მხოლოდ მარგინალური ჯგუფების საქმე — ის ხშირად ჩნდება მედიის პირველ გვერდებზე, პოლიტიკური პარტიების გზავნილებში და ყოველდღიურ საზოგადოებრივ დისკურსში. არმენოფობიური რიტორიკის გამოყენება უკვე იდეოლოგიურ საზღვრებს სცდება და პოლიტიკური ინსტრუმენტი ხდება, რომლის მიზანიც ოპონენტების დისკრედიტაციაა, მათთვის „უცხოს“ იარლიყის მიკერება და საზოგადოების შიშებზე თამაშია.
ამ პროცესში განსაკუთრებით შემაშფოთებელია მედიის როლი — ხან როგორც გამავრცელებლის, ხან როგორც გამაძლიერებლის. როდესაც ეთნიკური ჯგუფები წარმოდგენილი არიან მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში, ხოლო პოლიტიკოსების სიძულვილის ენაზე მედია არ ამბობს არაფერს ან მას ნორმად წარმოაჩენს, საზოგადოება ითვისებს ამ ნარატივს, როგორც რეალობას. ამავდროულად, სახელმწიფოს პასუხი თითქმის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს ვალდებულებები საერთაშორისო დონეზე სიძულვილის ენის წინააღმდეგ, ეს ვალდებულებები ხშირად რჩება ქაღალდზე.
საბოლოოდ, ვითარება ცხადად აჩვენებს: სიძულვილის ენა მხოლოდ სამიზნე ჯგუფებს არ აზიანებს — ის მთელ საზოგადოებას აჩვევს დისკრიმინაციის ნორმალიზებას, შლის სამოქალაქო თანაცხოვრების საფუძვლებს და აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს საერთაშორისო დონეზეც. მტკიცე რეაგირება, მედიის სარედაქციო პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ნარატივების კრიტიკული შეფასება არის ის მინიმუმი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ სიძულვილის ენა არ იქცეს ქართული დემოკრატიის საზომად.