ჩვენ შესახებ

„ალიქ მედია“ (aliq.ge) არის საქართველოში მოქმედი სომხურენოვანი მედია პლატფორმა, რომელიც 2015 წლიდან, საქართველოში განვითარებულ ძირითად პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ მოვლენებს სომხურ ენაზე აშუქებს.

პლატფორმის შექმნის მთავარი მიზანი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხების (და არა მხოლოდ) ცნობიერების ამაღლება, მათი ინტეგრაცია სამოქალაქო ცხოვრებაში და მათთვის მიმდინარე მოვლენების შესახებ, მშობლიურ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა .

„ალიქ მედია“ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან შედგება,  რომლებსაც ესმით მათი სოციუმის საჭიროებები და შეუძლიათ შესაბამისი საინფორმაციო პროდუქტის შექმნა.

„ალიქ მედიას“ სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორიცაა:

  • მკითხველისთვის გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება,
  • ნეიტრალიტეტისა და ობიექტურობის შენარჩუნება,
  • მოქალაქეების დახმარება თავიანთი თემის პრობლემების გახმოვანებაში.

2020 წლიდან ორგანიზაცია „ალიქ მედია საქართველო“ ,ასევე, მუშაობს ახალგაზრდების ინტეგრაციის, ქალთა უფლებების დაცვისა და ანალიტიკური პროდუქტის შექმნის მიმართულებით.

ჩვენ მხარს გვიჭერენ “ევროპის ფონდი დემოკრატიისთვის”, ევროკავშირი, “ინტერნიუსი საქართველო” და სხვა ფონდები.