44-დღიანი ომი და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში

ინტერნეტსა და ონლაინ საინფორმაციო პლატფორმებზე წვდომა იზრდება, პარალელურად კი ფართოვდება დეზინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობებიც.

დეზინფორმაციის, ყალბი ამბების, პროპაგანდის გავრცელება ასევე ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი გზა, როგორც წესი, მედიაწიგნიერებაა.

წელს, 25-29 ოქტომბერს, საქართველომ პირველად აღნიშნა მედიაწიგნიერების კვირეული. ონლაინ-კვირეული გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. ეს არის პირველი ფორმატი, როდესაც მედიაწიგნიერების განვითარებაში ჩართულები არიან როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

მედიაწიგნიერების ნაკლებობა ცალსახა იყო პანდემიის, ასევე ყარაბაღის 44-დღიანი ომის დროს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით  დასახლებულ რეგიონებში. შეიძლება ითქვას, რომ ომმა გარკვეულწილად შეცვალა საქართველოში დეზინფორმაციის მთავარი ნარატივი.

საქართველოში, როგორც წესი, დეზინფორმაცია ვრცელდება „გარედან“ და მისი ძირითადი ნარატივები სოციალურ მედიაში დაკავშირებულია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობასთან და შეიცავს ელემენტებს, რომლებიც აზიანებს დასავლურ ღირებულებებს.

2020 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე (ომის განმავლობაში) ამ პუნქტებს ემატებოდა პუბლიკაციები, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ეთნიკურ დაძაბულობას საქართველოს შიგნით, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, Facebook-ზე, Instagram-სა და Tiktok-ზე.

44-დღიანი ომის დროს, საქართველოში IFCN-ის (ფაქტების შემოწმების საერთაშორისო ქსელი) სერტიფიცირებული ორგანიზაციები, მათ შორის საქართველოს რეფორმების ასოციაციის ვებგვერდი factcheck.ge, აქტიურობდნენ ამგვარი ყალბი ამბების უარყოფაში, სადაც დეზინფორმაციის უარყოფა ქართულ და ინგლისურ ენებზე ქვეყნდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი მარიამ წიწიკაშვილი მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციის თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა მედიაწიგნიერებაა.

44-დღიანი ომის დროს მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის ყველაზე „პოპულარული“ მაგალითები

„საქართველო არ უშვებს სომხეთში ჰუმანიტარული დახმარების გადატანას და ეხმარება აზერბაიჯანს იარაღის მიღებაში“. აქციები ბავრის საბაჟო პუნქტთან და კარწახში

ომის დაწყებიდან მოყოლებული სომხური სათვისტომო საქართველოში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში, მობილიზდა თანამემამულეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად. ათეულობით ახალგაზრდა შეიკრიბა ქალაქ ნინოწმინდაში, რათა განეხილათ მთიანი ყარაბაღის რეგიონის სიტუაცია და ეპოვათ მხარდაჭერის გზები. შემდეგ მაცხოვრებლების ჯგუფი ბავრის საბაჟო პუნქტთან შეიკრიბა და სურსათითა და მედიკამენტებით დატვირთული სატვირთო მანქანების გადაადგილება მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში სასაზღვრო პუნქტებზე კორონავირუსის ეპიდემიის გამო მკაცრი შეზღუდვები იყო. რამდენიმე საათის შემდეგ საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე ბავრის საბაჟოდან სომხეთში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა შესაძლებელი გახდა. 29 სექტემბერს ჯავახეთის რეიგონის მცხოვრებლებმა სოფელ კარწახში საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი გზის ჩაკეტვა გადაწყვიტეს. ერთ-ერთი მიზეზი ამჯერად ის იყო, რომ სოციალურ ქსელებში „ამოიკითხეს“, რომ თურქეთი საქართველოს გავლით აზერბაიჯანში იარაღს ატარებდა. „ალიქ მედიასთან“ საუბარში ადგილობრივებმა გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება ასე განმარტეს.

„თურქეთიდან აზერბაიჯანში იარაღის ტრანსპორტირება ხდება ამ საზღვრის გავლით, ამიტომ გადავწყვიტეთ მისი დაკეტვა. საქართველოსგან მოვითხოვთ, გახსნას სომხეთ-საქართველოს საზღვარი, რათა ჩვენს მოხალისეებს ჰქონდეთ ომში წასვლის საშუალება“.

ამგვარად, ფართოდ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ აიძულა საქართველოს ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხები რამდენჯერმე გაეპროტესტებინათ და საერთაშორისო მნიშვნელობის გზების დაკეტვის მცდელობა ჰქონოდათ, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ამბები სინამდვილესარ შეესაბამება.

ედვარდ შაიბეკიანიჯავახეთიდანაა. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტი და აღნიშნულ აქციებშიმონაწილეობდა. „ალიქ მედიასთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ იმ დროს, როცა მისი თანასოფლელები და ზოგადად რეგიონის მოსახლეობა ემოციურად დაუცველი იყო, ადვილი იყო ასეთი ინფორმაციის დაჯერება და სპონტანური აქციების მოწყობა. შაიბეკიანი ასევე თვლის, რომ ამისი ერთ-ერთი მიზეზი მედიაწიგნიერების დაბალი დონეა.

„თურქეთი საქართველოს გავლით აზერბაიჯანს იარაღს აწვდის“

პუბლიკაციები თურქეთიდან აზერბაიჯანში საქართველოს გავლით იარაღის გადატანის შესახებ ამით არ შემოიფარგლა. მაგალითად, 30 სექტემბერს სომეხმა პოლიტიკოსმა, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკური პარტიის წევრმა, კარენ ოჰანჯანიანმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა, რომ საქართველოს უნდა მიეცეს იარაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემის უფლება და დასძინა, რომ „ჯავახკი საქართველოს უნდა გამოეყოს“. მოგვიანებით ამ უკანასკნელმა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა, თუმცა მისი თავდაპირველი პოსტი სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რაც ნეგატიური კომენტარების მიზეზი გახდა როგორც სომხებისთვის, ასევე ქართველებისთვის.

სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო ინფორმაცია ქვეყნის გავლით აზერბაიჯანში იარაღის გადაცემის შესახებ. დეზინფორმაცია ოფიციალურად უარყო როგორც საქართველოს, ისე სომხეთის ხელისუფლებამ. საქართველოს ხელისუფლებამ, გარდა ნეიტრალიტეტის გამოცხადებისა, მოუწოდა ყველა მხარეს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.

“აზერბაიჯანის მხარდასაჭერად თბილისის მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებშია განათებული“

ყალბი ამბების მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ საქართველო მხარს უჭერს ერთ-ერთ მხარეს. ამგვარად, 30 სექტემბერს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მედიაპლატფორმებზე გავრცელდა ფოტო, თითქოს აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათებული თბილისის მშვიდობის ხიდი მეგობარი აზერბაიჯანის მხარდასაჭერად. ინფორმაცია თავდაპირველად აზერბაიჯანულმა ონლაინ პლატფორმებმა baku.ws და oxu.az გაავრცელა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელ Tiktok-ში გავრცელდა ვიდეო, სადაც ხიდის განათება რეალურად ჩანდა. ფოტოები და ვიდეო იყო რეალური, მაგრამ მანიპულაციური. თბილისის სატელევიზიო ანძა და მშვიდობის ხიდი მართლაც აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა, მაგრამ 28 მაისს, აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს.

„ჯავახქი სომხეთია, ახალქალაქი და ახალციხე სომხეთია“

ომის დროს საქართველოში მცხოვრები მომხმარებლებისთვის ფეისბუქზე ხშირად აქტივირდებოდა მიზნობრივი რეკლამები არმენოფობიური პოსტებითა თუ ფოტოებით. ამგვარად, ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა პუბლიკაცია, სადაც აღნიშნული იყო,  რომ „ახალციხე და ახალქალაქი სომხეთია“. ფეისბუქის გვერდმა სახელად Armen Ararad-მა გაავრცელა შემდეგი ფოტო წარწერით „ახალციხე სომხეთია, ახალქალაქი სომხეთია“. ეს პუბლიკაცია სოციალურ ქსელში ფასიანი რეკლამებით გავრცელდა, რაც ანტისომხური კომენტარების მიზეზი გახდა.
ეს გვერდი, სხვათა შორის, შეიქმნა 2020 წლის 29 სექტემბერს და გამოყენებული იქნა რეკლამირებისთვის.

ზემოხსენებულ დეზინფორმაციულ ნაკადებს საქართველო და სომხეთი რეგულარულად უარყოფდნენ. ეს საკითხი ასევე ჩნდებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში. ამის შესახებ „ალიქ მედიასთან“ ინტერვიუში საქართველოს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი ქეთი მურღულია ციტირებს.

„ყარაბაღის ომის ფონზე, განსაკუთრებით საქართველოში, გამძაფრდა ჰიბრიდული დეზინფორმაციული ომი. ამ დეზინფორმაციული კამპანიის უკან ძირითადად რუსეთი იდგა. ასეთი ამბების პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებს შორის კონფლიქტის პროვოცირება.სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღესაც არსებობს.“

მიუხედავად სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციისა, საქართველოს მოსახლეობა მაინც არ არის დაზღვეული ასეთ კრიზისულ ვითარებაში დეზინფორმაციის მსხვერპლად გახდომისგან. ქვეყანაში მედიაწიგნიერების კვლევაც კი არ ჩატარებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციას იკავებს საქართველო მედიაწიგნიერების ევროპულ ინდექსში. მიუხედავად ამ ფაქტისა, ქვეყანაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლებაზე მუშაობენ არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. პროცესში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კომუნიკაციების ეროვნული კომისია.