კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანმა მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი სემერიკოვმა მისალოცი გაუგზავნა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით.

სომხეთის მთავრობის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სემერიკოვის მისალოცში კერძოდ წერია:

“გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ყველაზე თბილი და ყველაზე გულწრფელი მილოცვა. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სომხეთის მოსახლეობა ენდობა თქვენ მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და მზადაა მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში . დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხარდაჭერაზე დაყრდნობით, თქვენი მთავრობა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. იმედი გვაქვს რომ სომხეთისა და ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლობა გაგრძელდება და გააქტიურდება ორგანიზაციის სამომავლო განვითარების და წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხობის კონტექსტში . პატივისცემულო ნიკოლ ვავას ძე, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და უამრავ წარმატებას გისურვებთ სომხეთისა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ”