ვლადიმერ კარაპეტიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა

სომხეთის ეროვნული კონგრესის საგარეო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა პრესსპიკერმა ვლადიმერ კარაპეტიანმა ფეისბუქის თავის გვერდზე დაწერა:

“რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის წინადადება მივიღე პრესსამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნის თაობაზე. ვერ გეტყვით, რომ მოულოდნელი იყო. მე მივიღე შეთავაზება.”

“პირველ რიგში, კონგრესის ოფისში ჩემს თანამოაზრე მეგობრების რჩევები მივიღე. რა თქმა უნდა, მე მაქვს მხარდაჭერა და სრული გაგება. სახელმწიფო სამსახური გულისხმობს მთელ რიგ შეზღუდვებს, მათ შორის პარტიული საქმიანობის შეწყვეტას. მე მივიღე გადავწყვეტილება, , რომ საჯარო მოხელის მოვალეობების შესრულებისას შევაჩერებ პარტიულ საქმიანობას და სხვა აქტივობებს. . ჩემთვის დიდი პატივია სახელმწიფო სამსახურში დაბრუნება. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს”, – აცხადებს ვლადიმერ კარაპეტიანი.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ კარაპეტიანი საქართველოში სომხეთის საელჩოს თანამშრომელი იყო.