სომხეთის პრეზიდენტმა ევროკომისარს უმასპინძლა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა 29 იანვარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარს იოჰანე ჰანის ხელმძღვანელობით დელეგაცის უმასპინძლა.

პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად პრეზიდენტმა სარგისიანმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის საქმეში ევროკავშირის როლს და გამოთქვა რწმენა, რომ ვიზიტი დადებითად აისახება თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე.

იოჰან ჰანმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობებს და სომხეთში ვიზიტის მიზანია გაირკვეს ევროკავშირის რომელი პროგრამების ფარგლებშია შესაძლებელი სომხეთისათვის მხარდაჭერა.

პრეზიდენტმა სარგისიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური განვითარების სამომავლო პროექტებზე და აღნიშნა არა მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება , არამედ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა სფეროში გამოყენების შესაძლებლობებიც არმენ სარგსიანმა აღნიშნა, რომ მას სურს სომხეთი თანამედროვე და დინამიური ქვეყანა იყოს.