ტელევიზიისა და რადიოს კომიტეტის თავმჯდომარედ ტიგრან ჰაკობიანი აირჩიეს

სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომიტეტში 29 იანვარს კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ყოფილი თავმჯდომარე გადადგადა ფარული არჩევნების შდეგად (8 დადებითი და უარყოფითი 0 ხმა) ამ პოსტზე ტიგრან ჰაკობიანი დაინიშნა.

ტელევიზიისა და რადიოს კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების , საინფორმაციო და განვითარების პროგრამების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტიგრან ჰაკობიანი 1993-1995 წლებში სომხეთის მთავრობის წევრი გახლდათ,ასევე სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის უფროსი. 1999 წლიდან 2000 წლამდე – სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო. 2000 წლიდან კი არასამთავრობო ორგანიზაცია ” საზოგადოება ტერორიზმის წინააღმდეგ” -გამგეობის თავმჯდომარე იყო

აღსანიშნავია, რომ იგი 2005-2006 წლებში იმედი TV (საქართველო), გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო.