1009 დაღუპული – სომხური მხარის დანაკარგი

დღეს, არცახის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლების დროს დაღუპული კიდევ 35 სამხედრო მოსამსახურის სახელი გამოაქვეყნა, მათ შორის მოხალისეების.

არცახის თავდაცვის არმიამ დღეის მდგომარეობით 1009 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ განაცხადა. აზერბაიჯანული მხარე აგრძელებს დუმილს ჯარისკაცების დაკარგვის შესახებ.