საქართველოში სომხეთის ელჩად რუბენ სადოიანი დაინიშნა

????????????????????????????????????

49 წლის რუბენ სადოიანი, 1968 წლის 22 ივნისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში დაიბადა. პროფესიით ფინანსისტ-ეკონომისტმა განათლება ერევნის ეროვნული ეკონომიკის ინსტიტუტში მიიღო.

1989-1990 წლებში იგი “ჰაიბაკალეა” საწარმოში მუშაობდა, როგორც ბუღალტერი. 1990-1994 წლებში მუშაობდა სომხეთის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექტორად, 1994-1996 წლებში შპს “ვაჰუნი”-ს დირექტორად, შემდეგ კი 1996-2000 წწ. შპს “როიალ კრისტალი”-ს დირექტორი იყო. 2000-2001 წწ. სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების სამინისტროს შემოსავლების დაგეგმვისა დეპარტამენტის მთავარი საგადასახადო ინსპექტორი იყო. 2002 წელს ერევნის ელექტრული ქსელების “არშაკუნის” ფილიალის დირექტორად მუშაობდა, ხოლო 2002-2003 წლებში “ეჯმიაძინის გაყიდვებისა და ექსპლუატაციის” ფილიალის დირექტორი იყო.  2003-2004 წლებში “კენტრონ-გამწვანების” დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2007-2012 წწ. ეროვნული ასამბლეის დეპუტატი და ეკონომიკური საკითხების მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი იყო.

რუბენ სადოიანი დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი.

31 ოქტომბერს, სომხეთის პრეზიდენტის განკარგულებით სადოიანი საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულყოფილ ელჩად დაინიშნა.

Leave a Reply