ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები 

მოსაზრებები ქალთა საქმიანობის შესახებ მრავალმხრივია და ერთმანეთის საპირისპირო. ზოგი ფიქრობს, რომ მშრომელ დედას არ შეუძლია დახარჯოს საკმარისი დრო ბავშვის აღზრდისთვის. ზოგი კი ამტკიცებს, რომ მშრომელ ქალებს უკეთ შეუძლიათ მართონ თავიანთი დრო, რათა მათი მუშაობის გამო არ დაზარლდნენ ბავშვები.არსებული საკითხებიs განხილვა და ანალიზი შესაძლებელია სხვადასხვა კუთხით. შევეცდებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გავაანალიზოთ დედების შრომითი ურთიერთობების სირთულეები და გამოწვევები.

ფსიქოლოგი ა. მ.-ს თქმით, უმუშევარი დედები მთელ დღეს ატარებენ სახლში, სამზარეულოში.  იმ სამუშაოს, კი რომელსაც ისინი აკეთებენ, ხშირად არ აფასებენ და ვერც ამჩნევენ. ამ ქალების თვითშეფასება, როგორც წესი, დაბალია. გარდა ამისა ბავშვების აღზრდის პროცესს თან ახლავს სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემები.

უმუშევარი ქალებისგან განსხვავებით, ქალები, რომლებსაც სამსახური აქვთ, უფრო ეფექტურნი არიან თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. მათ უფრო სტაბილური ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვთ, თვითშეფასება საკმაოდ მაღალია. ისინი არ ცდილობენ თავის დამკვიდრებას უმნიშვნელო საკითხებში. სამუშაოს გარდა, დასაქმებული ქალები განიხილავენ საყოფაცხოვრებო საკითხებს და ბავშვების აღზრდის საკითხებსაც. უფრო მეტიც, მათი ბავშვები უფრო დამოუკიდებლები არიან. ფსიქოლოგის აზრით, უმუშევარი დედები, არასტაბილური ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე,  ზედმეტად ამახვილებენ ყურადღებას  შვილების აღზრდაზე და ხშირად ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ შვილებზე. მიუხედავად ამისა დასაქმებული და უმუშევარი ქალები განსხვავებულად რეაგირებენ ერთი და იმავე საკითხებზე.

მაგალითად თუ ბავშვს სკოლაში, რაიმე საგანში აქვს ხარვეზები, ამის შესახებ მასწავლებელი აფრთხილებს მშობელს, უმუშევარ დედებს  ეს მათ პირად „წარუმატებლობად“ მიაჩნიათ, ისინი იწყებენ ზეწოლას ბავშვზე, ნაცვლად იმისა რომ ბავშვებთან ერთად იპოვონ გამოსავალი. დასაქმებული დედები კი ხშირ შემთხვევაში, ამას არ აღიქვამენ  პირად ტრაგედიად. ისინი ესაუბრებიან მასწავლებელს, ცდილობენ გაიგონ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი ქცევა და თანდათანობით აგვარებენ პრობლემას.

თუ ქალი არ მუშაობს, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ უნდა ჰქონდეს პირადი ცხოვრება, ინტერესები, ჰობი და ა.შ. ქალი უნდა იყოს ისეთი ძლიერი, რომ ცხოვრებამ იგი მხოლოდ  დიასახლისად არ აქციოს. მიუხედავად ამისა ქალებს უნდა მიეცეთ თვითრეალიზებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

——————————————————————————————————————–

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ალიქ მედია” და “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს