პარიზში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

აღვნიშნავთ, რომ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობების შემრულებლის ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრები დაიწყო ეუთო-ს მინისკის ჯგუფის თანაპრეზიდენტებსა და ეუთო-ს მოქმედი პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან ანჯეი კასპრიშიკთან. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანნა ნაღდალიანმა განაცხადა.

ანნა ნაღდალიანის ინფორმაციის თანახმად  ეუთო-ს მინისკის ჯგუფის თანაპრეზიდენტების შუამავლობით და მონაწილეობით 16 იანვარს პარიზში ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის შხვედრა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ეს პრემიერ-მინისტრების მე-4 შეხვედრაა, ბოლო შეხვედრა მილანში 2018 წლის 5 დეკემბერს გაიმართა.

მნაცაკანიანისა და მამედიაროვის მეორე შეხვედრა 2018 წლის 27 სეექტემბერს ნიუ-იორკში გაიმართა, ხოლო სომხეთში დემოკრატიული მოძრაობის შედეგად  ძალაუფლების შეცვლის და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ მათი პირველი შხვდრა გასული წლის ივლისში შედგა.