ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ოპოზიციურმა ფრაქციამ „ელქ“-მა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინა ფრაქციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა.

“ელქ” პარტიის დეპუტატმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის არჩევას სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებიც.

30 აპრილს, ფაშინიანი შეხვდა სიდიდით მეორე ფრაქციის, “წარუკიანის” წევრებს. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია ერთხმად დაუჭერს მხარს სომხეთის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის არჩევას. სომხეთის 105-წევრიან პარლამენტში “რესპუბლიკურ პარტიას” 58 დეპუტატი ჰყავს, 31 ფრაქცია “წარუკიანს”, 9 დეპუტატი “ელქს” და 7 – “დაშნაკციუთიუნს”. პრემიერ-მინისტრის არჩევას სჭრიდება სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა. პრემიერის ასარჩევად პარლამენტის სპეციალური სხდომა 1-ელ მაისს გაიმართება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს არჩეული ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, თანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა მისი მმართველობის წინააღმდეგ მრავალათასიანი გამოსვლების შემდეგ. საპროტესტო მოძრაობას სათავეში ნიკოლ ფაშინიანი ჩაუდგა.

Leave a Reply