ფაშინიანმა “რესპუბლიკურ პარტიასთან” შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა

სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში 30 აპრილს, საპარლამენტო ფრაქციებსა და პრემიერ-მინისტრობის ოპოზიციონერ კანდიდატ ნიკო ფაშინიანს შორის შეხვედრი დროს განხილვის მთავარი საკითხები ეხებოდა ხედვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO), ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს და რუსეთთან თანამშრომლობის გეგმებს.

მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” დეპუტატებმა ფაშინიანს სთხოვეს დაეზუსტებინა მისი რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება CSTO-დან გამოსვლის აუცილებლობაზე, ასევე სომხურ-რუსული ურთიერთობის გადასინჯვასა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირში ყოფნის აუცილებლობაზე.

ფაშინიანმა უპასუხა, რომ პრობლემა შიდა პოლიტიკური რეალობაა. ამასთან მან აღნიშნა, რომ მოძრაობა”ჩემი ნაბიჯის” გამოსვლების დროს, იგი ხაზს უსვამდა, რომ სომხეთი არ უნდა გამოვიდეს CSTO-ს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან და რუსეთი იქნება სტრატეგიული მოკავშირე, მათ შორის, სომხეთში სამხედრო ბაზის არსებობით.

მისივე თქმით, “რესპუბლიკური პარტია”ცდილობს გამოიყენოს შესაძლებლობა და იგი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს.

სომხური საინფორმაციო სააგენტო lragir.am-ის მიხედვით, ნიკოლ ფაშანიანი და სომხეთის “რესპუბლიკური პარტია” სახელმწიფოს და ერთმანეთს სჭირდებიან. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება უცნაური იყოს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ “რესპუბლიკურ პარტიას” შეუძლია დაეხმაროს ფაშინიანს, გახდეს წარმატებული პრემიერ-მინისტრი, ხოლო ნიკოლ ფაშინიანს შეუძლია დაეხმაროს “რესპუბლიკურ პარტიას” გადაიქცეს სომხეთის პასუხისმგებლიან პოლიტიკური ძალად.

Leave a Reply