ჯვრის კურთხევა სოფელ პატარა გონდურაში

13 აგვისტოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდურაში, ჯერ კიდევ აპრილის თვეში დამონტაჟებული 8 მეტრიანი ჯვრის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.

ჯვარი არარატ ტონერიანის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით იქნა დამონტაჟებული. არარატ ტონერიანი პატარა გონდურაში დაიბადა, ხოლო ახლა რუსეთში ცხოვრობს. მისასალმებელ სიტყვაში მან აღნიშნა, რომ ჯვარი სოფლის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი და ის მათ ბოროტებისგან დაიცავს.

ჯვარი მამა არმაშ პოღოსიანმა აკურთხა. ადგილზე ასევე ყუძენი იქნა ნაკუთხი, რადგან ჯვრის გახსნის ცერემონია ფერისცვალებას დაემთხვა. ცერემონიის შემდეგ ნაკურთხი ყურძენი დამსწერეებს დაურიგდა.

Leave a Reply