ორი თვე წყლის გეშე

ახალქალაქის ახლომდებარე სოფლებში უკვე ორი თვეა რაც სასმელი წყალი არ არის, მოსახლეობა ჩივის, რომ ასე ცხოვრება შეუძლებელია, თუმცა იძულებულნი არიან წყლის გარეშე დარჩნენ სარწყავი სეზონის დასრულებამდე.

სოფელი ხოსპიოს მოსახლეობამ სააგენტო jnews-ს მრავაჯერ მიმართა პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობის თხოვნით.

„წყლის წნევა, მთელ ქალაქში დაბალია და რადგან სოფელი ხოსპიო წყალგაყვანილობის ბოლოშია, აქ კიდევ უფრო სუსტია. გარდა ამისა, სანამ წყალი სოფლამდე მოაღწევს, მას სხვა მაცხოვრებლები არამიზნობრივად იყენებენ“, – სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის მომსახურების ცენტრის მენეჯერმა, ვარდ მოსოიანმა.

„ახალქალქისა და ახლომდებარე სოფლების წყალს, რომლის მილები სოფელ კულიკამზე გადის, გარდა იმისა რომ დასალევად, კარტოფილის მოსარწყავადაც იყენებენ. ყველა, ვისაც ამ ტერიტორიაზე კარტოფილი აქვს დათესილი, დასალევ წყალს იყენებს. იმ მიწებზე სარწყავი წყალი არ არის და ნებისმიერი ადამიანი თვითონ პოულობს კარტოფილის მორწყვის გზებს. მილები სხვადასხვა ადგილას გახვრეტილია და კარტოფილის მწკრივებზეა შეერთებული, რაც სხვა სოფელში უწყლობის მიზეზი ხდება“-, აღნიშნა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომელმაც უარი თქვა თავის წარდგენაზე.

Leave a Reply