11 საათისთვის, ერევნის საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებზე ამომრჩეველთა 9.39% მივიდა

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ერევნის საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებში 11 საათითვის, ამომრჩეველთა 9.39%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც  79,686 ათასი ადამიანია.

ამომრჩეველთა რაოდენობა ადმინისტრაციული ოლქების მიხედვით:

აჯაფნიაკ – 9,18 %
ავან – 10,94 %
არაბკირ – 8,21 %
დავთაშენი – 10,52 %
ერებუნი – 9,3 %
ცენტრი – 7,25 %
მალათია-სებასტია – 9,77 %
ნორ ნორქ – 10,7 %
ნორქ მარაში – 9,86%
ნუბარაშენი – 11,49 %
შენგავით – 10,83 %
ქანაქერ-ზეითუნ – 8,61 %

ამასთან, 2017 წლის ერევნის საკრებულოს არჩევნებში, იგივე დროს, საარჩევნო ყუთებთან 94, 256 მოქალაქე მივიდა, რაც ამომრჩეველთა 11,9%-ს შეადგენდა.

“ალიქ მედიასთან” საუბარში, 8/12-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, რაფაელ აბრაჰამიანმა აღნიშნა, რომ არჩევნები მშვიდ რეჟიმში ტარდება.

“ამ ეტაპზე არ გამოვლენილა უხეში დარღვევები.  უბანზე, სადაც 1,980 ამომრჩევლია დარეგისტრირებული, დაახლოებით, 11:00 საათზე, 201 მოქალაქე გამოცხადდა,რაც ნორმალურია”,- აღნიშნა აბრაჰამიანმა.