არსენალი გულშემატკივრებს ინსტაგრამზე მხითარიანისთვის ნომრის შერჩევაში დახმარებას სთხოვს

ლონდონის არსენალი გულშემატკივრებს სთხოვს დაეხმარონ ნახევარმცველი მხითარიანისთვის ნომრის არჩევანში, რომლითაც ის ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.

ახლა ფეხბურთელი 77 ნომრით თამაშობს. ამიერიდან იგი თავისი ძირითადი ნომრით – შვიდიანით ვერ ითამაშებს, რადგან ამ ნომრით კლუბის ყოფილი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი უკვე თამაშობს ამ სეზონზე.

“რომელი ნომრით გსურთ ნახოთ მხითარიანი და რატომ?”,- წერია “არსენალის” ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე.

შემოთავაზებულ ვარიანტებია – 77, 10, 13, 17.

Leave a Reply