თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჯავახეთში სტუდენტი-დესპანი ჰყავს

ჯივან მკრტჩიანი, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია, ჯავახეთში თსუ-ს ელჩი იქნება. რადიო “ნორის” მიხედვით, იგი საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან.

უნივერსიტეტმა ჯივან მკრტჩიანი აირჩია, როგორც ჯავახეთის სტუდენტი-დესპანი, რათა  რეგიონის მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ, გააცნოს ფაკულტეტები და სწავლის პროცესი, რაც მოსწავლეებს დასჭირდებათ მომავალში პროფესიის არჩევისას.

ჯივანის აზრით, მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებს დაეხმარებათ პროფესიის არჩევაში.

მკრტჩიანმა უკვე ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები ქალაქ ნინოწმინდის N1-ლ ,მე-2 და მე-3 სკოლებში, სოფელი განძას მე-2 სკოლაში, ასევე სოფლების ფოკა, ფარავანი, ტამოვკა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან და ნინოწმინდის ახლაგაზრდული ცენტრის აქტივისტებთან.

Leave a Reply