ფაშინიანმა საპარლამენტო ძალებთან მოლაპარაკებები გამართა – რა შედეგი მოჰყვა საპროტესტო აქციებს ერევანში?

სომხეთის ეროვნულ ასამბლეასთან (პარლამენტთან) მიმდინარე აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო ძალებთან მოლაპარაკებები გამართა.

ფაშინიანთან მოლაპარაკებების დროს საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მისი გადადგომის შემთხვევაში ისინი პრემიერის კანდიდატურის წარდგენას არ აპირებენ. ფაშინიანმა ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეასთან შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა. მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით აღნიშნულზე წერილობით არ შეთანხმებულან.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს, ღამით, მას შემდეგ რაც სომხეთის “რესპუბლიკურმა პარტიამ” საგანგებო სხდომა მოიწვია და მეორე მოსმენით მიიღო კანონი რეგლამენტში ცვლილებების შესახებ, კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა, პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის მოთხოვნით, პარლამენტს ალყა შემოარტყეს.

ფაშინიანმა აქციაზე განაცხადა, რომ ის ეროვნულ ასამბლეაში შედის, საპარლამენტო ფრაქციებთან მოლაპარაკებაზე.

აქციის დროს მან გამოაქვეყნა სცენარი, რომლის მიხედვითაც იგი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგებოდა და თუ ეროვნულმა ასამბლეამ ორ ჯერ ვერ აირჩია პრემიერ-მინისტრი, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დაიშალება და ვადამდელი არჩევნები ჩატარდა.