ფაშინიანი ეროვნული ასამბლეის შენობაში შევიდა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები

2 ოქტომბერს, ღამით, მას შემდეგ რაც სომხეთის “რესპუბლიკურმა პარტიამ” საგანგებო სხდომა მოიწვია და მეორე მოსმენით მიიღო კანონი რეგლამენტში ცვლილებების შესახებ, კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა, პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის მოთხოვნით, პარლამენტს ალყა შემოარტყეს.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აქციაზე განაცხადა, რომ ის ეროვნულ ასამბლეაში შედის, საპარლამენტო ფრაქციებთან მოლაპარაკებაზე.

აქციის დროს მან გამოაქვეყნა სცენარი, რომლის მიხედვითაც იგი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგებოდა და თუ ეროვნულმა ასამბლეამ ორ ჯერ ვერ აირჩია პრემიერ-მინისტრი, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დაიშალება და ვადამდელი არჩევნები ჩატარდა.