დემონსტრანტები, რომლებიც ერევნის მერის გადადგომას მოითხოვდნენ, ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ

ათეულობით დემონსტრანტი, რომლებიც ერევნის მერის ტარონ მარგარიანის გადადგომას მოითხოვდნენ, ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც მერის კაბინეტში შესვლას ცდილობდნენ, რამდენიმე პოლიციელმა და მერიის თანამშრომელმა არ მისცა ამის საშუალება.

აქციის მონაწილეები მერს არაეფექტურ საქმიანობაში ადანაშაულებენ. კერძოდ, ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ მერიის მახლობლად მდებარე სკვერის კეთილმოწყობითი სამუშაოებით, რის გამოც ხეები გაიჩეხა.

ტარონ მარგარიანი წარსულში მმართველ, ახლა კი ოპოზიციაში გადასულ “რესპუბლიკურ პარტიას” წარმოადგენს.

Leave a Reply