დემოკრატიის მსოფლიო ინდექსში სომხეთი 111-ე ადგილს იკავებს

სომხეთი დემოკრატიის მსოფლიო ინდექსში 111-ე ადგილზეა, ჰიბრიდული პოლიტიკური რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის.

“დემოკრატიული ინდექსი-2017”-ის ანგარიში გავლენიანი ბრიტანული ჟურნალ ‘ეკონომისტის’ კვლევითმა კომპანიამ (The Economist Intelligence Unit) ჩაატარა, სადაც ქვეყნები 0-10 ბალიანი სისტემით არიან შეაფასებულნი.

მხოლოდ 8-ზე მაღალი ქულების მქონე ქვეყნები კლასიფიცირებულები არიან, როგორც “სრულყოფილი დემოკრატიები”.

დემოკრატიის ინდექსი ძირითადად 5 მაჩვენებლით იზომება. ესენია საარჩევნო პროცეცსი და პლურალიზმი, სამოქალაქო თავისუფლებები, მთავრობის მუშაობის ეფექტიანობა, პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობები და პოლიტიკური კულტურა.

Leave a Reply