სომხეთს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ეწვევა

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის, არა ბაბლოიანის მოწვევით, 3-8 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე დომინიკ დე ბიუმანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ეწვევა, იუწყებ სომხეთის ეროვნული კრების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან, პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანთან, პრემიერ-მინისტრ კარაპეტიანთან და სომხთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, არა ბაბლოიანი და შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, დომინიკ დე ბიუმანი მონაწილეობას მიიღებენ სომხეთ-შვეიცარიის ბიზნეს შეხვედრებში.

Leave a Reply