საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სომხეთის პრემიერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორიგ გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 მარტს დასრულდება.