უამინდობის მიუხედავად სომხეთში გზებზე შეფერხება არ არის

დღეის მდგომარეობით სომხეთში უამინდობის მიუხედავად გადაადგილება შეზღუდული არ არის.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ვარდენიაცის უღელტეხილზე და M-2 მაგისტრალის სარავან-ზონგერ მონაკვეთზე თოვლის სახით მოსალოდნელია უხვი ნალექი.

ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრო, თავის მხრივ, იუწყება რომ დილის 11:00 საათის მდგომარეობით აპარანის, სევანის, ჯერმუკის და სისიანის რეგიონების მაგისტრალებზე თოვს.

უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, ინტენსიურად იწმინდება გზები.

ავარიების, საცობების და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით, სამინისტრო მძღოლებს მიმართავს, რომ მხოლოდ ზამთრის საბურავებით იმოძრაონ.

Leave a Reply