აზერბაიჯანელი სნაიპერები ნახიჯევანში სამხედრო წვრთნებს მართავენ

აზერბაიჯანელმა სნაიპერებმა ნახიჯევანის ტერირორიაზე, სამხედრო წვრთნეებში მიიღეს მონაწილეობა, წერს აზერბაიჯანული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

“სასწავლო წვრთნები მიზნად ისახავს ამოცანის შესწავლას და ფარული საფრთხის აღმოჩენას, სროლის წერტილის არჩევას, დამალვას, ქმედებებს, მკვეთრი სროლით სამიზნეს გაანადგურებას”, – ნათქვამია პრეს-რელიზში.

სამხედრო წვრთნების დროს, მონაწილეობას იღებდნენ, როგორც აზერბაიჯანელი, ასევე უცხოელი სნაიპერები.

უფრო ადრე, ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე აღმოჩენილი კაპიტნის გვამი.

Leave a Reply