სერჟ სარგსიანი სამუშაო ვიზიტით ბელარუსიას ეწვევა

სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, 30 ნოემბერს სერჟ სარგსიანი სამუშაო ვიზიტით ბელარუსიის რესპუბლიკაში გაემგზავრება.

სარგსიანი ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში გამართულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან სომხეთი, რუსეთი, ბელარუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

Leave a Reply