სომხხეთის პრემიერი ნიუ-იორკში სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და სრულიად სომხეთის კათოლიკოს პატრიარქი გარეგინ მეორე, 23 სექტემბერს აშშ-ში, ნიუ-იორკში გაემგზავრნენ.

23 სექტემბერს, ფაშინიანი ნიუ-იორკში სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სომხეთში მიმდინარე  შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე,  ერევნის საკრებულოს არჩევნების შედეგების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, გარდამავალ მართლმსაჯულებაზე, სომხეთში საინვესტიციო გარემოსა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პირობებზე.