ტოლმის ფესტივალი ბათუმში

30 ივლისს ბათუმში, სურბ ფრკიჩ ეკლესიის ეზოში სომხური ტოლმის კონკურს-ფესტივალი პირველად ჩატარდება. სომხური ტოლმის დღესასწაულში მონაწილეობა ნებისმერ მსურველს შეეძლება.

მონაწილეები მათ მიერ მომზადებულ ტოლმას კომპეტენტურ ჟიურის წარუდგენენ . ჟიური, რომელიც კულინარიული ხელოვნების ოსტატებისგან შედგება, საუკეთესოს გამოავლენს.

მისასალმებელია იმპროვიზაციები, რადგანაც ჟიური ითვალისწინებს არა მხოლოდ გემოს, არამედ კერძის ვიზუალურ მხარეს და პრეზენტაციას.

გამარჯვებულები პრიზებით დაჯილდოვდებიან. უკვე ცნობილია, რომ კონურსში მონაწილეობას 35 ადამიანი მიიღებს.

მსურველებს ტოლმის მომზადების მასტერ-კლასიც ჩაუტარდებათ.

Leave a Reply