აქტიური და სასარგებლო პროექტი ხულგუმოს მოსწავლეთათვის

17-20 ნოემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს  ახალციხისა და ასპინძას რაიონების სოფლებიდან 15 მოსწავლე  ესტუმრა.

30370606094_762fc2fa30_zპროექტი ორგანიზაცია „მომავლის თაობისა“  და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით  ორგანიზებულა. პროექტის ძირითადი მიზანი გამოცდილების გაცვლა, თანამშრომლობა და მონაწილეთა შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარება და გაძლიერებაა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულა სხვადასხვა სახის ღონისძიება, სემინარ-ტრენინგი, თამაში, დებატი და ბევრი სხვა აქტივობა-მეგობართმოყვარეობის იდეაზე დაფუძნებული.

სოფელ ხულგუმოს  ჯგუფ „გიტუნიკნერ“-ის  (სწავლულები) წევრებმა და სკოლის პედაგოგებმა თავიანთ ოჯახებში უმასპრინძლეს ახალციხელ და ასპინძელ მოწაფეებს, რომლებმაც არა მარტო  მეგობრები შეიძინეს, არამედ გაიცნეს სომხური სტუმართმასპინძლობას.

30384590103_004e414ae9_z„ჩვენ ერთმანეთს ქართულად ვესაუბრებით. რა თქმა  უნდა,  ქართული ენის  ცოდნას  საფუძველი სკოლაში დაედო, მაგრამ ქართველებთან კონტაქტი ძალაინ გვეხმარება  და  ხელს გვიწყობს ქართული ენის ცოდნის გაღრმავებაში“,-  ამბობს მე-10 კლასელი სონა.

როგორც წერს სააგენტო „jnews“-ი, ამით იმისი თქმაც შეიძლება, რომ არსებული თვალსაზრისი, იმის შესახებ, რომ სოფლებში  ახალგაზრდობა ვერ საქშდება,  უარყოფილი იქნას ზუსტად ამ ღონისძიების მაგალითზე.

Leave a Reply