შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი: ნახიჯევანში მდგომარეობა კონტროლებადია (ვიდეო)

“ნახიჯევანში მდგომარეობა კონტროლებადია,” –  ამის შესახებ დღეს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა არტაკ დავთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არწრუ  ჰოვჰანნისიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებს, ზოგიერთ რაიონში პოზიციის გაძლიერების მცდელობა ჰქონდათ, ამის საპასუხოდ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მტერს და არ დაუშვეს მოწინააღმდეგეს დავალების შეესრულებინა.

მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ იწვის აზერბაიჯანის პოზიცია ნახიჯევანის მხარეს.

“მეტი კომენტარი არ გვჭირდება,” – განაცხადა შტაბის უფროსმა.

Leave a Reply