ახალქალაქში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა

3 დეკემბერს, ახალქალაქში უბედური შემთხვევა მოხვდა, რომელსაც ასაკიანი ქალის სიცოცხლე შეეწირა. დილით, დაახლოებით, 11:00 საათზე “ფორდის” მარკის ავტომანქანამ უკუსვლით შეუმჩნევლად 65 წლის ანო შ-ს გადაუარა, რომელიც ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა.

გარდაცვლილი თავის შვლითან სტუმრობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მრავალსართულიანი შენობებს შორის მანქანა გამოვიდა, რომელიც უკუსვლით მოძრაობდა. ვერც მსხვერპლმა, და ვერც მძღოლმა ვერ შენინეს ერთმანეთი. შემთხვევიდან 1 საათში, ანო შ. გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 5- ე მუხლის 276 პუნქტით, რაც გულისხმობს “მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევასა და ტრანსპორტის ექსპლუატაციას, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია”. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply