მისიით მთიან ყარაბაღში

ცნობილი ჯგუფის – „System Of A Down“-ის სოლისტი სერჟ თანკიანი, ცნობილი კანადელი მსახიობი – არსინე ხანჯიანი, მისი მეუღლე, კინორეჟისორი – ატომ ეგონიანი და ამერიკელი კინორეჟისორი – ერიკ ნაზარიანი 3 დღე მთიან ყარაბაღში იმყოფებოდნენ.

ამ ხნის განმავლობაში ისინი მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტს და სტეფანაკერტის ახალგაზრდებს შეხვდნენ; იყვნენ ფრონტის ხაზზე და აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფლებში, ბოლოს კი, უკან დაბრუნებისას ქალაქ შუშის ღაზანჩეცოც ეკლესიაში ილოცეს.

ყარაბაღში გამართულ პრეს-კონფრეენციაზე, სერჟ თანკიანმა აღნიშნა: „ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, ერთ დღეს არცახში (ყარაბაღში) დამეკრა, და  შეძლებისდაგვარად, სხვა მუსიკოსებიც ჩამომეყვანა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია არცახზე საუბარი და მისი გაცნობა სხვა ადამიანებისთვის.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები სომხეთს 2 აპრილს, საპარლამენტო არჩევნბში, სადამკვირვებლო მისიის შესასრულებლად ეწვივნენ.

Leave a Reply