გიორგი მარგველლაშვილი-ოსმალეთის იმპერიაში ადმიანური დიდი ტრაგედია იყო

კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამცხე-ჯავახეთს ეწვია.

ახალციხეში პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ადგილობრვი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. სტუმრობდა ივანე ჯავახიშვილის სახელოვბის უნივერსიტეტს, სადაც სტუდენტებს შეხვდა.  შემდეგ კი, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  მოსახლეობას მოუსმინა და  მათ შეკითხვებს უპასუხა. პრეზიდენტის ვიზიტის ძირითადი მიზანი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბარი და მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა იყო.

ახალციხის მოსახლეობის შეკითხვები კი სხვა იყო. მაგალითად, რა არის იმის მიზეზი, რომ რეგიონის მმართველ პოზიციებზე ინიშნებიან ახალციხეში არ მცხოვრები პირები. მოსახლეობის აზრით ეს უპატივცემულობის ნიშანია, რაც თავისთავად ზიანს აყენებს ადგილობრივ თვითმმართველობას.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის ბევრმა მაცხოვრებელმა, რუსეთში ფულის შოვნის მიზნით, წლების წინ, სომხეთის მოქალაქეობა აიღო. ამის შედეგადაც მათ ჩამოერთვათ საქართველოს მოქლაქეობა. საუკეთესო შემთხვევაში მათ ბინადრობის უფლება ეძლევათ იქ, სადაც ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ. მოსახელობამ მარგველაშვილს მოუწოდა საკუთარი კონტროლის ქვეშ აიყვანოს ჯავახელი სომხების მოქალაქეობის აღდგენის საკითხი. ამაზე საპასუხოდ პრეზიდენტმა თავისი გაკვირვება გამოხატა იმაზე, რომ ეს საკითხი მოსახელობას ასეთი პრობლემური ჰგონია, თუმცა პროცესში ქვეყნის პრეზიდენტი ვერანაირ ბარიერს ვერ ხედავს. რეგიონის მოსახლეობა კი საპირისპიროს ამტკიცებს. ფაქტია, რომ ბევრ მოსახლეს დაუსაბუთებელი მიზეზების გამო მოაქალაქეობის აღდგენაზე უარი ეთქვა. ცნობისთვის, მოქალაქეობის მისაღები სახემწიფო გადასახადი, 180 ლარს შეადგენს.

ახალციხეში მცხოვრები გიორგი მინასიანმა  პრეზიდენტს სომეხთა გენოციდის 102-ე წლისთავთან დაკავშირებული შეკითხვით მიმართა „24 აპრილი სომხობა და მსოფლიო აღნიშნავს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. ამასთან დაკავშირებით ფრანსუა ოლანდმა და სხვა ევროპული ქვეყნების პრეზზიდენტებმა განცხადებები გააკეთეს, ჩვენ საქართველოში მცხოვრები სომხობა ველოდებოდით თქვენ განცხადებას“.

მარგველაშვილმა შეკითხვას მოკლედ უპასუხა „ის რაც მოხდა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში ადმიანური დიდი ტრაგედია იყო“.

Leave a Reply