სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა

28 აპრილს მოსკოვში ჩატარდა რუსეთის,სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების – ნალბანდიანის, მამედიაროვისა და ლავროვის სამუშო შეხვედრა. როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახური იუწყება, შეხვედრაზე გაგრძელდა განხილვა მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირების მოლაპარაკებების დაჩქარების შესახებ. ხაზი გაესვა 2016 წელს ვენასა და სანკტ- პეტერბურგში გამართულ სამიტებზე, მიღწეულ შეთანხმებათა განხორციელების საჭიროებას.

რუსეთის აზერბაიჯანისა და სომხეთის მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მათ შეუერთდათ: ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის ელჩები, ასევე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი. მათ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესის შესახებ აზრები გაცვალეს.

2016 წლის მაისში ვენაში და ივნისში სანკტ პეტერბურგში შემდგარ სამიტებზე მიღწეულ იქნა შეთანხმებები, ინციდენტების გამოძიების მექანიზმების დანერგვისა და ეუთოს მოქმედი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ჯგუფის შესაძლებლობების გაზრდის შესახებ.

Leave a Reply