სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნები 8 მაისს გაიმართება

სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტის არა ბაბლოიანის განცხადებით, რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნების მესამე ეტაპი 8 მაისს ეროვნული კრების სპეციალურ სხდომაზე გაიმართება.

1-ელ მაისს სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისრი ვერ აირჩია. მმართველმა “რესპუბლიკურმა პარტიამ” მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერი ლიდერის, “ხალხის რჩეულის” ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას. კენჭისყრაზე ფაშინიანს მხარი მხოლოდ 45-მა დეპუტატმა მისცა, მის წინააღმდეგ კი 55-მა. კენჭისყრის შემდეგ, ფაშინიანმა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

სომხეთის კონსტიტუციით, განმეორებითი არჩევნები 1 კვირის ვადაში, 8 მაისს დაინიშნა. ამჯერად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გამარჯვებისთვის 35 ხმა სჭირდება. თუ ისევ ვერ აირჩიეს მთავრობის მეთაური, ამ შემთხვევაში პარლამენტი იშლება და 40 დღეში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

Leave a Reply