სომხეთის კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გადადგა

სომხეთის კულტურის მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი არმენ ამირიანი გადადგა. ამის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამირიანის პრესსპიკერი რუზანნა ხაჩატრიანი ადასტურებს.

გუშინ, სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ- მინისტრად არ აირჩია. დღეს დილიდან ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილების აქციები განაახლა. პარალიზებულია ერევნის თითქმის ყველა ქუჩა, დაკეტილია მაგისტრალები.

საღამოს 7 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბური მიტინგი იგეგმება.

Leave a Reply