ახალქალაქში დეპუტატის მაღაზია გაძარჩვეს

ახალქალაქში, საქართველოს პარლამენტის წევრის სამველ მანუკიანის ავეჯის მაღაზია გაძარცვეს.

27 ნოემბერს გამთენიას, ახალქალაქში ქურდებმა ავეჯის მაღაზიის მინის კარი ჩაამტვრიეს და შენობაში შეაღწიეს. მათ 12 000 დოლარის ნაძარცვი წაიღეს. ქურდებმა ასევე მოიპარეს მაღაზიის უსაფრთხოების კამერები.

პოლიცია ადგილზე დილიდან მუშაობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ახალქალაქში ხშირია ძარცვისა და ქურდობის შემთხვევები, ხოლო პოლიციის მიერ გამოძიებული შემთხვევების რაოდენობა შემცირდა.

jnews.ge

Leave a Reply