ალავერდიანი: სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებაში ყარაბაღის კონფლისქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული ფორმულირებები დმაფიქრებელია

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლებრივი თვითნებობების წინააღმდეგ” თავმჯდომარეს ლარისა ალავერდიანის თქმით, სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებაში ყარაბაღის კონფლისქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული ფორმულირებები მისთვის ისეთივე დამაფიქრებელია, როგორც მადრიდის პრინციპები, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს.

მან ჟურნალოისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ შეთანხმებაში კიდევ ერთხელ დასტურდება რომ, ევროკავშირი, როგორც გაერო, მხარს უჭერენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თავმჯდომარეობის ძალისხმევას და არ აპირებს მკაფიოდ ჩაერიოს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.

“ჩიხია, და მხოლოდ და მხოლოდ სომხეთის მთავრობის სპეციალური სტუქტურების მონაწილეობით საზოგადოების, ყველას ძალისხმევით უნდა გამოვიტანოთ ის არასწორი პროცესი, რომლსაც საფუძველი ოთხმოცდაათიანების დასაწყისში დაედო”-აღნიშნა მან.

პოლიტოლოგი სურენ სარგსიანი აღნიშნავს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი ერთადერთია , რომლის დარეგულირების პროცესში ჩართულ შუამავლებს განსხვავებული აზრი არ გააჩნია. მან აღნიშნა, რომ ამას როგორც სომხური მხარე, ასევე საერთაშორისო საზოგადოება ადასტურებს.

“ეს უნიკალური პლატფომებიდანაა, რომლის შემთხვევაში აშშ და რუსეთი ეფექტურად თანამშრომლობენ. აქ სრული მშვიდობა სუფევს,”– დაამატა მან და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის მცდელობები პლატფორმის განადგურების შესახებ უშედეგოა.

Leave a Reply