„პანამის მპყრობელი გენერალ მიჰრან პოღოსიანის ოფშორული კომპანიები და ანგარიშები შვეიცარიულ ბანკებში“

სასამართლო აქტების სავალდებულო შესრულების სამსახურმა მიჰრან პოღოსიანის გადადგომის განცხადება წარადგინა. ცოტა ხნის წინ სასამართლო აქტების სავალდებულო შესრულების სამსახურის  საინფორმრმაციო  სამსახურმა პოღოსიანის სახელით შემდეგი განცხადება წარმოადინა:

„სომხურ და საერთაშორისო პრესაში ბოლო დროს პანამის ოფშორების შესახებ გამოქვეყნებულ მასალებში ჩემმა სახელმა გაიჟღერა. ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი მოიხსენიება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახთან ერთად, რომელმაც მილიარდობით დოლარი  მიისაკუთრა. ჩემთვის მიუღებელია,   ჩემი მიზეზით ჩემი ქვეყნისა და ავტორიტარულ აზერბაიჯანს შორის ნებისმიერი ცივილიზებული პარალელი გაივლოს, ამიტომ დღეს წარვადგინე განცხადება,  ჩემი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ოფშორული ანგარიშების საკითხს საჯაროდ მივუბრუნდები უკვე როგორც მოქალაქე,  სახელმწიფო ბერკეტების ფლობის გარეშე“.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს  „ჰეტქ“ -მა გამოაქვეყნა  სტატია „პანამის მპყრობელი გენერალ  მიჰრან პოღოსიანის ოფშორული კომპანიები და ანგარიშები შვეიცარიულ ბანკებში“ ,  სადაც გამოავლინეს   უფროს  მიჰრან პოღოსიანის  ოფშორული კომპანიები და შვეიცარიული  ბანკების ანგარიშები. სტატია გმოქვეყნებული იყო “The panamapapers”-ში, რომელიც  გამომძიებელ  ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმია.

hetq.am

Leave a Reply