სომხეთში პირველად ჯომარდობა ჩატარდა

სომხეთში, ლორეს პროვინციაში, თუმანიანის რაიონის მდინარე დებედზე პირველად ჯომარდობა გაიმართა.

ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იტყობინება. თუმანიანის მიმდებარე ტერიტორიიდან სანაჰინამდე 12 კილომეტრი მონაწილეებმა  ერთ საათში დაფარეს.

სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევონ ვაჰრადიიანმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ბუნებრივ პოტენციალს (მთები, მდინარეები, მწვანე ზონები) სპორტის ტურიზმის კონცეფციის განხორციელებაში და აღნიშნა, რომ ექსტრემალური სპორტის სახეობები ტურიზმის გასავითარებლად უნდა გამოიყენონ.

მანამდე, 2017 წლის შემოდგომაზე სომეხმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეისწავლეს მდინარე დებედი და აღნიშნეს, რომ დებედს ჯომარდობისთვის ხელსაყრელი, 4+ ხარისხიანი სირთულის დონე აქვს.

Leave a Reply