ამანდა ფოლი: სომხეთში დემოკრატია გაძლიერდება

ბრიუსელის „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ პოლიტიკური ანალიტიკოსის ამანდა ფოლის თქმით, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ხელმოსაწერი  ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის ჩარჩო ხელშეკრულება ახალ გვერდი იქნება მხართა ურთიერთობებში.

სააგენტო tert.am-თან საუბარში მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ უზრუნველყოფს ევროკავშირთან ინტეგრაციის იგივე დონეს, რაც ასოცირების ხელშეკრულება სთავაზობდა, ამის მიუხედაად ეს დადებითი ნაბიჯია და გააძლიერებს ევროკავშირსა დაა სომხეთს შორის ურთიერთობებს, ხოლო მისი განხორციელების შემთხვევაში სომხეთში გაძლიერდება დემოკრატია.

„ორივე მხარემ შეთანხმების მოლაპარაკებებში ძლიერი პოლიტიკური ნება გამოიჩინა, სომხეთის ვალდებულებების გათვალისწინებით, როგორც რუსეთის მხრიდან მართული ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი. ეს ნიშნავს, რომ დიდწილად წარმატებად ითვლება ერევნის მზადყოფნა განახორციელოს შეთანხმების პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებენ რეფორმებს მთელ რიგ მნიშვნელოვან სფეროებში“,-აღნიშნა ამანდა ფოლიმ.

ევროპელმა ანალიტიკოსმა ისიც დაამატა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების გამო, სომხეთი-ევროკავშირი ხელშეკრულების ხელმოწერის ვადებმა შესაძლოა გადაიწიოს.

Leave a Reply