ახალქალაქის საბჭოთა მემკვიდრეობა

ახალქალაქის სოფლებში ჯერ კიდევ შეხვდებით საბჭოთა მემკვიდრეობას: სხვადასხვა წარწერებს, სიმბოლოებს, სხვადასხვა საწარმოების ნანგრევებს.

მიუხედავად სიჟანგისა და ხვრელების რაოდენობისა თავისუფლების მოედანზე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის, ლენინის ქუჩის სახელწოდების ფიცარი. უფროსი თაობა ტკბილად იხსენებს საბჭოთა პერიოდს- გემრიელ პურს, მაღალ ხელფასებს, ნათელ პრესპექტივებს, რომლებმაც მხოლოდ მტკივნეული კვალი დატოვა მათ მეხსიერებაში.

შეგვიძლია გავიხსენოთ ახალქალაქის ყველის საწარმო. აქ მუშაობდა 100-150 ადამიანი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფო დაწესებულება სააქციო პროდუქტად იქცა, ხოლო აქციები განაწილდა თანამშრობლებს შორის. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა მმართველ პირებს გადაეცათ. შემდეგ კერძო მეწარმემ იყიდა აღნიშნული ტერიტორია, ხოლო დღეს იგი გაზის მომარაგების კომპანიად გადაიქცა.

ქარხანა საკმაოდ პოპულარული იყო. მას ჰქონდა ფილიალები როგორც სოფელ სულდაში, ბეჟანოში, ასევე კოთელაში. ქარხნის წარმოება სამომხმარებლოდ არ იყო განკუთვნილი და შესაბამისად პროდუქტის ნახვა ადგილობრივ მაღაზიებში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. მთელი პროდუქცია იგზავნებოდა თბილისსა და რუსეთში. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოება მიმდინარეობდა შვეიცარული მეთოდების გამოყენებით. მზგავსი ყველი დაახლოებით 80 კგ-ს იწონიდა.

მატყლის და ხორცის საწყობი.

ამ კომპანიის თანამშრომლები აგროვებდნენ ახალქალაქის მთელი რაიონის ხორცსა და მატყლს და ცენტრალიზაციური სისტემის გამო გზავნიდნენ თბილისში.

რკინაბეტონის მწარმოებელი და ადმინისტრაციული შენობა ახალქალაქში. აქ დაახლოებით 80 კაცი მუშაობდა. შენობის უკან მდებარეობდა კიდევ ერთი იმ დროისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დაწესებულება, სადაც თავს იყრიდა ახალქალაქის კოლექტიური და სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. სამწუხაროდ დღეს მისი არსებობის არავითარი ნიშანი აღარ ჩანს.აქ გვხვდებოდა არა მარტო ტრაქტორების ნაირსახეობანი და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, არამედ დაწესებულებაში ინახებოდა სათადარიგო ნაწილები და აქვე მიმდინარეობდა ტექნიკის შეკეთება. ასეთი დაწესებულება იყო სოფელ ბარალეთში.

აქაურობა ასევე ცნობილი იყო, როგორც საქართველოს ხორცით მომმარაგებელი რეგიონი. აღნიშნულ ხორცის ქარხანაში მუშაობდა დაახლოებით  20-30 ადამიანი.

მანქანების საწარმო. მის ნაცვლად შენდება დიდი შენობა, რომლის ფუნქცია, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. აქ ინახავდნენ და არემონტებდნენ სახელმწიფო სატვირთო და სამგზავრო მანქანებს. 80-იან წლებში ეს ყველაზე საინტერესო ადგილი იყო ბავშვებისთვის: კარუსელები, საქანელები, მანქანები…

ამ ახალი შენობის მაგივრად კი მარცვლეულობის სადისტრიბუციო ცენტრი იყო, სადაც ტონაობით მარცვლეული მოჰქონდათ ახალქალაქის რაიონის სხვადასხვა წერტილებიდან და შემდგომ თბილისში გზავნიდნენ.

მიკერძოებული ორსართულიანი სახლები ქალაქის ცენტრში, რომლებიც ადრე საყოფაცხოვრებო მართვის სამსახურს ეკუთნოდა. ამ სახლებში სამკერვალოები იყო, ფოტო-სტუდიები, ფეხსაცმლის და საათების შეკეთების სახელოსნოები, საპარიკმახეროები, რომლებიც აუცილებლობას წარმოადგენდა მოსახლეობისთვის.

ქალაქის ცენტრში მომდებარე ეს უზარმაზარი შენობა – ახალქალაქის კულტურის ცენტრია. შენობა კვლავ ინარჩუნებს ბნელი 90-იანების პოსტსაბჭოთა ეპოქის საბრძოლო ტექნიკის კვალს. ეს შენობა აშენდა კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მანამდე აქ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყოფილა. მაგრამ კომუნისტების განკარგულებით ეს ეკლესია დაანგრიეს. ახალქალაქში ამ ადგილთან დაკავშირებით ლეგენდას ყვებიან, რომლის მიხედვითაც, როდესაც ანგრევდნენ რუსულ ეკლესიას, დაღუპულა კაცი, ხოლო როცა კულტურის სახლს უყრიდნენ საფუძველს, გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი. ცენტრი სრულყოფილად არასოდეს არ ამუშავებულა, რადგან არქიტექტორების მცდარი დაპროექტების შედეგად იგი გაუსადეგარი აღმოჩნდა ახალქალაქის ცივ პირობებში.

საბჭოთა პერიოდში ახალქალაქში 5 საბავშვო ბაღი იყო, რომელთაგან ერთ-ერთი გადასცეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და დღეს იგი მოქმედებს, როგორც მონასტერი, ხოლო რაც შეეხება მეორე მოქმედ შენობას, ის სასამარტლოდ გადააკეთეს.

ახალქალაქის კინოს დარბაზი უფრო დიდი ხანი შენარჩუნდა ვიდრე სხვა საბოთა პერიოდის დაწესებულებანი. მიუხედავად იმისა, რომ ის მიიკერძოვეს და მისმა ახალმა მფლობელებმა რამდენჯერმე სცადეს ფილმების ჩვენება,  ფილმების მოძველებულმა კოლექციამ და შენობის სიცივემ ვერ მოიქცია მაყურებელის ყურადღება. შემდგომში კინოთეატრი საქორწილო დარბაზად გადააკეთეს.

ეს შენობა საბჭოთა კავშირის პერიოდის დასაწყისში სამხედრო კომისარიატს წარმოადგენდა, ხოლო დასასრულისკენ იგი სოციალური დაცვის ცენტრად გადაკეთდა. სოციალისტური სიმბოლიზმი შენარჩუნდა არა მხოლოდ  უფროსი თაობის მეხსიერებაში, არამედ ქალაქშიც და ბევრ სოფლებშიც. ასე მაგალითად, ხულგუმოსა და კულიკამის ეკლესიებში გვხვდება და  საბჭოთა პერიოდში დანომრილი სკამები.

შენიშვნა დაიწერა სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის შენობაზე. ადმინისტრაციული შენობა, სოფელ კოჩიოში.

Leave a Reply