სომხური ქადის ფესტივალი ბათუმის “წმინდა მხსენელის” ეკლესიაში

18 მარტს, ბათუმის “წმინდა მხსენელის” ეკლესიაში სომხური ქადის ფესტივალი გაიმართა.

ბათუმის სომხების თემი ეკლესიაში შეიკრიბა, სადაც აჭარის, გურიის, იმერეთისა და ბათუმის სომხური თემის სულიერი ლიდერებმა წმინდა ლიტურგია აღავლინეს, ხოლო ელკესიის ეზოში სომხური ეპარქიის თემის “ალექსანდრ მანთაშიანც” ცენტრის დირექტორის სონა ჰოვჰანისიანის ხელმძღვანელობით ქადის ფესტივალისთვის ემზადებოდნენ. 

სომხურ ნაციონალური სტილით მორთულ სუფრაზე 50 -ზე  მეტი კალთა  სხვადასხვა ფიგურის და განსხვავებული გემოს მქონე სამარხო ქადით იყო სასვე.

ხალხური წესის თანახმად, 15 ქადაში ვერცხლის ჯვარი იყო დამალული, რომელიც წარმატებას მოუტანდა იმას, ვისაც ის ქადა შეხვდებოდა.

“ალექსანდრა მანთაშიანც” ცენტრის ხელოვნების ჯგუფმა ფესტივალზე ტრადიციული სიმღერები და ცეკვები წარადგინეს. 

ბათუმის სომხური თემისთვის ეს დღე სასიამოვნო დღესასწაული აღმოჩნდა.

Leave a Reply