სომხეთის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბელგიაში იმყოფება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 11-13 ივლისს სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვევა, სადაც იგი შეხვდება ევროკავშირის სტრუქტურებისა და სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობების ხელმძღვანელებს.

ბრიუსელში ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს წევრი და არაწევრი სახელმწიფოების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. იგი ასევე სიტყვით გამოვა სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. ასევე მოხსენებას ჩაატარებს კარნეგის ფონდში.

დაგეგმილია ფაშინიანის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვდება ბელგიის სომხური საზოგადოების წარმომადგენლებს.

Leave a Reply