ხანძარი მარნეულის სოფელ ახქერფში (ვიდეო)

12 სექტემბერს, შუაღამისას მარნეულის რაიონის სომხურ სოფელ ახქერფში არარატ ბარხუდარიანის სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სახლი მიტოვებული იყო და მასში დიდი ხანია არავინ ცხოვრობდა.

ხანძრის ჩასაქრობად, ქალაქ მარნეულიდან და ბოლნისიდან ორი სახანძრო ერთეული ჩამოვიდა. გზების სავალალო მდგომარეობის გამო, შემთხვევის ადგილას მეხანძრეები დაახლოებით 4 საათის შემდეგ მივიდნენ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოსა და სოფელ ახქერფის შორის 20 კიმომეტრიანი სიგრძის გზა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული მძიმე მდგომარეობაშია.

Leave a Reply