სერჟ სარგსიანი: რესპუბლიკური პარტია საქმიანობას გააგრძელებს

12 ივლისს, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, სერჟ სარგსიანი კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის რეგიონალურ დირექტორს თომას შრაპელის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ, არმენ აშოტიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. აშოტიანი საგარეო კავშირების მუდმივი კომისიის თავმჯდომარე, ეროვნული კრების დეპუტატი და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომრის მოადგილეა.

შეხვედრის დროს სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ კონრად ადენაურის ფონდის გამოცდილება რესპუბლიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანია. სარგსიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკური პარტია თავის საქმიანობას გააგრძელებს, როგორც ევროპული დემოკრატიული პარტიის, ასევე საერთაშორისო ფორუმის სხვადასხვა სფეროში.

კონრად ადენაუერის სახელობის ფონდს მსოფლიოში 70–ზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს და 120–ზე მეტ პროექტს ახორციელებს დემოკრატიის, სოციალური საბაზრო ეკონომიკისა და სამართლიანობის განვითარების ხელშესაწყობად.

ფონდის ძირითადად, შემდეგი მიმართულებებით საქმიანობს: პოლიტიკური განათლება, საზოგადოებრივი დიალოგის განვითარება, საინფორმაციო და საკონტაქტო პროგრამები, საზოგადოებრივი-საგანმანათლებლო ხასიათის პუბლიკაციათა მომზადება, ასევე გასცემს სტიპენდიებს.

Leave a Reply