Euronews: ნიკოლ ფაშინიანმა NATO-ს მოუწოდა ძლიერი გზავნილი გაუგზავნოს აზერბაიჯანს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნატო-ს მოუწოდა ძლიერი გზავნილი გაუგზავნოს აზერბაიჯანს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ მიიღებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნებისმიერი ძალით მოგვარების მცდელობას. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა Euronews-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მედიასთან საუბრისას ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი  კოსოვოსა და ავღანეთში NATO-ს მისიებში მონაწილეობს, რომელიც იძლევა საშუალებას მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მიაჩნია, რომ სომხეთი ზოგადად არის CSTO- ში.

ნიკოლ ფაშინიანმა, NATO-ს მიერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში შესაძლო დახმარების გაწევის თაობაზე, აღნიშნა, რომ ალიანსს შეუძლია აზერბაიჯანს შეატყობინოს, რომ კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარების ნებისმიერ მცდელობას, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

Leave a Reply