სარგსიანისა და ალიევის შეხვედრის წინა ღამემ შეხების ხაზზე შედარებით მშვიდად ჩაიარა

16 მაისს გამთენიისას ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ შეხების ხაზზე ვითარება წყნარი იყო. როგორც სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი აცხადებს,  მოწინააღმდეგე აგრძელებდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

არწრუ ჰოვჰანნისინი, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი ასევე აცხადებს,  რომ მთიანი ყარაბაღის არმია აგრძელებს ცეცხლის შეჩერების შესახებ შეთანხმების შენარჩუნებას და მტკიცედ ახორციელებს სამხედრო პოზიციების დაცვას.

შეგახსენებთ, რომ  16 მაისს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯომარეების გავრცელებული განცხადების თანახმად, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერთმანეთს ამ კვირაში უნდა შეხვედროდნენ.

მოგვიანებით კი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა „ინტერფაქს“-სგანუცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება 16 მაისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას დაესწრებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარ კეირო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი.

ფოტო: armlur.am

Leave a Reply