ფრთხილად! ნინოწმინდაში სიარულისას არ ჩავარდეთ საკანალიზაციო ლიუკში

ნინოწმინდის ერევნის ქუჩაზე მაცხოვრებლები ჩივიან, რომ საკანალიზაციო ლიუკის საკითხი ჯერაც ვერ მოგვარებულა, საკანალიზაციო ლიუკი უკვე რამოდენიმე თვეა რაც გახსნილია.

სამშენებლო კომპანიამ „ჯავახქ ავტო გაზმა“ აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე დაამთავრა ასფალტის საფარის ნაწილობრივი გარემონტების სამუშაოები, თუმცა გახსნილი საკანალიზაციო ლიუკი დატოვეს ღია.  მოსახლეობის თქმით, ეს ხელს უშლის არა მარტო ავტოტრანსპორტს, არამედ მოსახლეობას, ისინი შიშობენ, რომ სუსხიანი ზამთრის პერიოდში შესაძლოა,  კანალიზაციის გარეშეც დარჩნენ.

Leave a Reply